"მას ჰგონია, რომ 50 წლამდე ითამაშებს, არადა...", - კასანომ რონალდოს კარიერის დასრულება ურჩია » სპორტის ხაზი

"მას ჰგონია, რომ 50 წლამდე ითამაშებს, არადა...", - კასანომ რონალდოს კარიერის დასრულება ურჩია

"მას ჰგონია, რომ 50 წლამდე ითამაშებს, არადა...", - კასანომ რონალდოს კარიერის დასრულება ურჩია
17-11-2022, 15:33
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, კარიერის დასრულება ურჩია:

"რონალდოს არ აქვს გამბედაობა აიღაროს, რომ ბოლო სამი წელია არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ვფიქრობ, წელს ის სპორტინგში უნდა წასულიყო და კარიერა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაესრულებინა.

ფაქტია, პორტუგალიელი მწვრთნელებისთვის პრობლემა იქცა და თანაგუნდელებსაც უქმნის პრობლემებს - მან ყოფილ თანაგუნდელს, ბენზემასაც კი არ მიულოცა ოქროს ბურთის მოგება.

რონალდოს თვალები დახუჭული აქვს და რეალობას თვალს არ უსწორებს, ჰგონია, რომ 50 წლამდე შეუძლია ფეხბურთის თამაშო, მაგრამ ძვირფასო რონალდო, ნება მომეცი გითხრა: "დაე მსოფლიო ჩემპიონატი იყოს თქვენი დიდი ფინალი"

მას არაპროპორციულად დიდი ეგო აქვს, მაგრამ ის მესი ნამდვილად არ არის, მესი, რომელსაც ფეხბურთის თამაში მაშინაც შეუძლია, რომ იჯდეს
", - განაცხადა კასანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი