Sky-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა დე ლაურენტისს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეხვდება და ქართველი განახლებულ კონტრაქტს მიიღებს.
გაუმჯობესებული ხელშეკრულებით კვარას ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება, კონტრაქტი კი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.
რაც შეეხება ახლანდელ მონაცემებს, დღიურად ქართველი ფეხბურთელი 8 400 დოლარს გამოიმუშავებს, რაც Mywage-ს აქვს მითითებული.