"ღვინით დახვედრაც შეგვიძლია და ხმლითაც" - ქოჩორაშვილის გენიალური პასუხი ჟურნალისტს » სპორტის ხაზი

"ღვინით დახვედრაც შეგვიძლია და ხმლითაც" - ქოჩორაშვილის გენიალური პასუხი ჟურნალისტს

"ღვინით დახვედრაც შეგვიძლია და ხმლითაც" - ქოჩორაშვილის გენიალური პასუხი ჟურნალისტს
1-10-2024, 14:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ მედიასთან ჩვენი ქვეყანა საოცარი სიტყვებით დაახასიათა.

საქართველოში დგას ძალიან დიდი ქანდაკება, რომელიც არის ქალი ღვინით და ხმლით. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გვესტუმრებით და ჩვენი მეგობრობა გინდათ, მიგიღებთ ღვინით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისიამოვნოთ. მაგრამ თუ ცუდი განზრახვით მოხვალთ, ხმლით დაგხვდებით.

ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ გონებრივად და ფიზიკურად. მრავალი ომი გამოვიარეთ, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ენა, ტრადიციები, რელიგია და მიწა. ასეთი პატარა ქვეყანა რომ ასეთ დიდ წარმატებებს აღწევს, ბევრის მთქმელია. ბოლო-ბოლო, UFC-ში 2 ჩემპიონი გვყავს.

- თქვა ქოჩორაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი