"რონალდომ უკან დასაბრუნებელი გზა არ დაიტოვა", - ნევილი კრიშტიანოს სკანდალურ ინტერვიუზე » სპორტის ხაზი

"რონალდომ უკან დასაბრუნებელი გზა არ დაიტოვა", - ნევილი კრიშტიანოს სკანდალურ ინტერვიუზე

"რონალდომ უკან დასაბრუნებელი გზა არ დაიტოვა", - ნევილი კრიშტიანოს სკანდალურ ინტერვიუზე
17-11-2022, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედში არსებულ სიტუაციაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც საკმაოდ სკანდალური გამოდგა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, არც კლუბის მიმართ და არც იქ მომუშავე პერსონალის მიმართ დაიშურა კრიტიკა.

აღნიშნულ ფაქტს, მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა, გარი ნევილიც გამოეხმაურა:

"მას უკან დასახევი გზა აღარ აქვს და არა მგონია, რომ უკან დაბრუნდეს. ვფიქრობ, ეს ინტერვიუ არ შედგებოდა, დაბრუნება რომ სურდეს. მან იცოდა, რომ ყოველივე ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა და მანჩესტერ იუნაიტედში მისი კარიერის დასასრულს გამოიწვევდა.

ძალიან მაინტერესებს, რას გააკეთებს მანჩესტერ იუნაიტედი - რეალობა ის არის, რომ მათ კარგად ესმით, რომ რონალდოს კონტრაქტი უნდა გაუწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რეალურ პრეცედენტს შექმნიან, რის შედეგადაც ნებისმიერ მოთამაშეს შეეძლება კლუბი საჯაროდ გაარიტიკოს.

რონალდოს წინა პლანზე წამოწეულ ზოგიერთ პუნტქს მეც და მანჩესტერ იუნაიტედის ბევრი ქომაგიც ვეთანხმებით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუ 'კომპანიის' თანამშრომელი ხარ და ასეთ ინტერვიუს აკეთებ, შენი სამუშაო უნდა შეწყდეს და ეს მანჩესტერ იუნაიტედმა უნდა გააკეთოს
", - განაცხადა ნევილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი