იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ნაპოლის ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მას საუკეთესო მარცხენა ვინგერი უწოდა.
"კვარაცხელია ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა ვინგერია", - განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, კასანო ხვიჩას მიმართ სიმპატიებით და საქებარი სიტყვებით აქამდეც გამოირჩეოდა, ის ახალგაზრდა შემტევს ნაპოლიში მოსვლის დღიდან აქებს.