პირდაპირ მიღებული წითელი ბარათი პრემიერ ლიგაში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით ისჯება, სწორედ ამიტომ, ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერლიგაში ნოემბრამდე ვერ დაეხმარება.
პორტუგალიელმა წითელი ბარათი ტოტენჰემთან მატჩში მიიღო, რის გამოც ასტონ ვილასთან, ბრენტფორდთან და ვესთ ჰემთან მატჩებს გამოტოვებს.
ცნობისთვის, ეს ბრუნო ფერნანდეშისთვის მანჩესტერულ კარიერაში ნათამაშებ 242-ე შეხვედრაში პირველი წითელი ბარათია.