პაატა ღუდუშაურმა ისრაელის ჩემპიონატი დატოვა - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.
"აგვისტოში სახნინში გადასულმა პაატა ღუდუშაურმა ისრაელის ჩემპიონატი დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამის მიზეზი ისრაელის ჩრდილოეთით არსებული გამძაფრებული საომარი სიტუაციებია. ფეხბურთელი თავს ქალაქში კომფორტულად ვერ გრძნობდა და გუნდის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ ხელშეკრულება ორმხრივად შეჩერდა.
პაატა ღუდუშაური საქართველოში უკვე დაბრუნდა", - წერია განცხადებაში.