უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საბა გოგლიჩიძე ემპოლიმ ძირითადში დააყენა და სერია A-ში გოლი არ გაუშვია!
იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ემპოლიმ ფიორენტინას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
საბა გოგლიჩიძემ საბოლოო ჯამში 6.8 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. ქართველთან ერთად ემპოლიმ კარი მშრალად იუვენტუსთან და კალიარისთანაც შეინახა.
გოგლიჩიძის ემპოლი იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ადგილს მოპოვებული ათი ქულით იკავებს.