საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი ნანტს ეწვია და მეტოქესთან ქულები გაიყო, - 2:2.
თავიდანვე ძირითადში იმყოფებოდა ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორბურთიანი ჩამორჩენისას ლამაზი საგოლე პასი გააკეთა და სისოკომ ანგარიში შეამცირა, საბოლოო გოლი კი 67-ე წუთზე გავიდა, რის ხარჯზეც სენტ ეტიენმა ქულა მოიპოვა.
რაც შეეხება საბოლოო შეფასებას, ზურიკო დავითაშვილს 7.2 სარეიტინგო ქულა დაუწერეს, რაც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება გახლდათ.
ქართველ ფეხბურთელს 2024/2025 წლების სეზონის ლიგა 1-ში 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.