დუდა 2021 წლიდან სერბული ჩაჩაკის ღირსებას იცავდა, რომელსაც მიმდინარე წლის მაისში დაემშვიდობა და მას მერე უგუნდოდ იყო.მიუხედავად ამისა, სანაძე ფორმას ინარჩუნებდა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ნოემბრის ფანჯარაში საქართველოს ნაკრების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დუდამ ისლანდიასთან 13 ქულა ჩააგდო, იტალიასთან კი – 14.
დუდა ეროვნულ გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს, საკლუბო დონეზე კი პრიმორსკას (სლოვენია), პისტოიას (იტალია), გიპუზკოას (ესპანეთი), როსა რადომის (პოლონეთი), ფუენლაბრადას (ესპანეთი), ოლივეირენშესა (პორტუგალია) და ალ ხორის (ყატარი) რიგებშიც უთამაშია. შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატში სულ 11 გუნდია, ანართოსისი კი 1 მოგებითა და 3 წაგებით მე-8 ადგილზეა.