საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ესპანური ლევანტეს ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ადგილობრივ მედიასთან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის გიორგიმ კომენტარი საქართველოზეც გააკეთა.
"მორალურად და ფიზიკურად ძლიერი ერი ვართ. აქამდე ხშირი ომებით მოვედით და ქვეყანაც ბევრჯერ დაზარალდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ენის, ტრადიციების, სარწმუნოების და მიწა-წყლის შენარჩუნება მაინც მოვახერხეთ.
ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა UFC-ში უკვე ორი ჩემპიონი გვყავს და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ილია თოფურიათი და მერაბ დვალიშვილით ძალიან ვამაყობ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.