VIDEO: ტოჩინოშინმა მსუბუქწონიან მეტოქესთან წააგო | ქართველის უარყოფითი ბალანსი » სპორტის ხაზი

VIDEO: ტოჩინოშინმა მსუბუქწონიან მეტოქესთან წააგო | ქართველის უარყოფითი ბალანსი

VIDEO: ტოჩინოშინმა მსუბუქწონიან მეტოქესთან წააგო | ქართველის უარყოფითი ბალანსი
17-11-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

35 წლის ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელიც იაპონიაში მიმდინარე კიუშუს ბაშოზე დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს მესამეჯერ, ამჯერად სუპერტურნირის მე-10 მაეგაშირა ჩიიოშომასთან ოკურიდაშით დამარცხდა და უარყოფით ბალანსზე გავიდა.

საინტერესოა, რომ ლევან გორგაძე მეტოქეს როგორც სიმაღლით (+9სმ), ასევე წონით (+44კგ) აღემატება, თუმცა ქართველის მოწინააღმდეგემ მოხერხებულობის წყალობით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძე მომდევნო შეხვედრას აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ონოშოს წინააღმდეგ გამართავს, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველს 2-2 მოგება და წაგება გააჩნია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი