როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისურ უოტფორდთან კონტრაქტი 2029-წლამდე გაახანგრძლივა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა კომენტარი უოტფორდის პრესსამსახურთანაც გააკეთა.
"უოტფორდში თავს უბედნიერესად ვგრძნობ, რადგან აქ მენდობიან და განსავითარებლად ყველაფერი მაქვს. აქ ყველაფერი მომწონს, ამის დასტური კი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებაა. მომწონს ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა მიწევს როგორც პერსონალი, ასევე ფეხბურთელები", - განაცხადა გიორგიმ.