უოტფორდის მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე საჯაროდ შეაქო და თქვა, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი ფეხბურთელია.
ახალგაზრდებმა მას უნდა მიბაძონ. ჩაკვე ჩუმია, თუმცა შეუპოვარია. მან ზუსტად იცის თუ როგორ უნდა მიიღოს ცხოვრებაში ის, რაც ყველაზე ძალიან უნდა.
ჩაკვეტაძე მაგალითს თავისი პროფესიონალიზმით და პროგრესის სიყვარულით იძლევა. მჯერა, რომ ის წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.
- თქვა ტომ კლევერლიმ.
ცნობისთვის, ჩაკვემ უოტფორდთან კონტრაქტი სულ ახლახანს 2029 წლამდე განაახლა.