ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედის ახალი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა გახდება.
აღსანიშნავია, რომ ქართველის კლუბმა ზაფხულში თანამდებობიდან გონსალო პინედა გაათავისუფლა, ვიეირა კი მისი ჩანაცვლების მთავარი კანდიდატია.
ფრანგ ლეგენდას ამერიკაში აქამდეც უმუშავია და ატლანტა მისი პირველი გუნდი არ იქნება, - ვიეირა აქამდე ნიუ იორკ სიტის წვრთნიდა.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ის მშვენიერ ფორმაშია. ქართველს ამ სეზონში 8 გოლი და 6 ასისტი აქვს მითვლილი.