სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდთან ხელშეკრულება განაახლა.
როგორც ვკითხულობთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ინგლისურ კლუბში კიდევ 5 წლით, 2029 წლამდე გაახანგრძლივა.
ზოგიერთი გამოცემა თვლის, რომ უოტფორდი ჩაკვეტაძეს გასაყიდად ამზადებს და ცდილობს, რომ ქართველის სანაცვლოდ მაქსიმალურად დიდი თანხა აიღოს.
ჩაკვეტაძე ამ სეზონში მშვენივრად გამოიყურება. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.