გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი თავის მომდევნო შეხვედრას ჩემპიონშიპში 28 სექტემბერს გამართავს, მეტოქე კი სანდერლენდი იქნება.
ამავე გუნდთან დაკავშირებულმა საიტმა, Sunderlandecho-მ სტატია გიორგი ჩაკვეტაძეზე გამოაქვეყნა და ქართველის დადებით სტატისტიკაზე დაწერა.
მან ეს სეზონი მშვენივრად დაიწყო. ჯერ იყო მილუოლის კარში გატანილი ჯარიმა, შემდეგ კი ორი საგოლე გადაცემა. ჩაკვეტაძეს სანდერლენდის ქომაგი კარგად იცნობს. ქართველი ევრო 2024-ზეც კარგად გამოვიდა და თავისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალა იყო. ჩაკვეტაძემ ბოლოს ჩეხეთთანაც მაგრად ითამაშა, რომელთანაც გიორგიმ გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
- წერს გამოცემა.