სანდრო მამუკელაშვილის 8 წუთი და 5 ქულა | მილუოკიმ კლივლენდი დაამარცხა » სპორტის ხაზი

სანდრო მამუკელაშვილის 8 წუთი და 5 ქულა | მილუოკიმ კლივლენდი დაამარცხა

სანდრო მამუკელაშვილის 8 წუთი და 5 ქულა | მილუოკიმ კლივლენდი დაამარცხა
17-11-2022, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა მილუოკი ბაქსმა, რომელმაც საკუთარ არენაზე კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და მეტოქე 15 ქულით, 113:98 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გარკვეული სათამაშო დრო სანდრო მამუკელაშვილმაც მიიღო, ქართველმა კალათბურთელმა კი პარკეტი შედეგიანად დატოვა.

ჯამურად, ქართველმა მძიმე ფორვარდმა 07:34 წუთი მიიღო, რა დროშიც მამუკელაშვილმა საკუთარ გუნდს 5 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ სანდრომ ამ მაჩვენებლით გრინსა და ბოშამპს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილის მილუოკიმ სეზონში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და გუნდი მხოლოდ ბოსტონ სელტიკს ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი