"ნაპოლი სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტია" - ანტონიო კასანო » სპორტის ხაზი

"ნაპოლი სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტია" - ანტონიო კასანო

"ნაპოლი სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტია" - ანტონიო კასანო
17-11-2022, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალის, მილანის, ინტერისა და რომას ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ იტალიის ჩემპიონატზე ისაუბრა და მისი მოგების მთავარი ფავორიტი გუნდი დაასახელა. იტალიელთა ყოფილი ფორვარდი ფიქრობს, რომ სკუდეტოს მოგების გამოკვეთილი კანდიდატი ლუჩანო სპალეტის ნაპოლია:

"ნაპოლი არაამექვეყნიურად თამაშობს, მათი მწვრთნელი კი ნამდვილი ლიდერია. ლუჩანო სპალეტის შეუძლია, რომ ყველას აიძულოს საუკეთესოდ ითამაშონ. გული ძალიან მწყდება, რომ პაუზა ასე ათამაშებულ ნაპოლის დაემთხვა. ახლა, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ნაპოლის შეჩერება შეუძლია, ისევ ნაპოლია. ვფიქრობ, არამარტო იტალიაში, ნაპოლი მსოფლიოს წამყვან კლუბებშიც უნდა მოვიხსენიოთ, ისინი გასაოცრად გამოიყურებიან და რამდენიმე ტიტულის ერთბაშად მოგება შეუძლიათ." - ანტონიო კასანო.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 თებერვალს ინტერის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი