ლევანტეში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი მათი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, თუმცა ეს სახელფასო კონტრაქტზე სულაც არ აისახება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კლუბში წლიურად ნახევარ მილიონსაც კი არ უხდიან, რაც თანამედროვე ეპოქაში მართლაც დაუფასებლობას ნიშნავს.
გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეში წლიურად 220 000 ევრომდე გამოიმუშავებს, რაც ნიშნავს, რომ ქოჩორაშვილს თვიურად დაახლოებით 18 000 ევროს უხდიან.