მორიგი ვარსკვლავის ტრავმა - რეალს კილიან მბაპე დააკლდა » სპორტის ხაზი

მორიგი ვარსკვლავის ტრავმა - რეალს კილიან მბაპე დააკლდა

მორიგი ვარსკვლავის ტრავმა - რეალს კილიან მბაპე დააკლდა
25-09-2024, 16:37
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ტრავმიანობა ძალიან გახშირებულია. უკანასკნელი დიდი დანაკლისი როდრის შეეხებოდა, ახლა კი სიას მბაპეც დაემატა.

ლა ლიგის შეხვედრაში კილიანმა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და შეცვლაც მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ფრანგს არც ისე იოლი პრობლემა ჰქონია.

გავრცელებული ინფორმაციით, რეალს მბაპე 3-4 კვირა ვერ დაეხმარება, რაც საკმაო რაოდენობის მატჩებს მოიცავს.

სხვათა შორის, რეალს კლასიკო 26 ოქტომბერს ელის. წესით, იქამდე მბაპე გამოჯანმრთელებული იქნება, თუმცა რამდენად მოასწრებს მბაპე ფორმაში შესვლას, ეს კიდევ ცალკე საკითხია..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი