რამდენიმე საათის წინ ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მირალემ პიანიჩი სათამაშოდ რუსეთის ლიგაში მიდის.
მირალემ პიანიჩი სრულ მზადყოფნაშია, რათა მოსკოვის ცეესკას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.
ბარსელონას და იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი რუსულ კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოპცია ექნება.
- წერს ჟურნალისტი.
პიანიჩი ბოლოს ალ შარჯასა და თურქულ ბეშიქთაშში თამაშობდა. ბოლო დეკადის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი ახლა 34 წლის გახლავთ.