რაც არ უნდა მოულოდნელად და დიდ სიურპრიზად ჩანდეს, რაფაელ ვარანმა საფეხბურთო კარიერა საკმაოდ ადრეულ ეტაპზე, 31 წლის ასაკში დაასრულა.
როგორც დაიწერა, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ მიიღო, რამაც ვარანს თამაშის შესაძლებლობა უბრალოდ წაართვა.
რაფაელ ვარანს კარიერის ოქროს წლები მადრიდის რეალში აქვს გატარებული, სადაც ის 2011/2021 წლებში თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგის თასი არაერთხელ მოიგო.
გარდა ამისა, 31 წლის ცენტრალურ მცველს მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატიც. ვარანი მუნდიალის გამარჯვებული საფრანგეთთან ერთად 2018 წელს გახდა.