"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დიდი სტიმულია" - საბა საზონოვი » სპორტის ხაზი

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დიდი სტიმულია" - საბა საზონოვი

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დიდი სტიმულია" - საბა საზონოვი
17-11-2022, 11:20
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის დინამოსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახების შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოს ნაკრებში თამაში ზრდისა და განვითარებისთვის კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება:

"ჩემთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება უდიდესი მოვლენაა და მოხარული ვარ, რომ ასაკობრივი ნაკრების შემდეგ, ეროვნულ გუნდშიც დამიძახეს. რასაკვირველია, 20 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში თამაში ზრდისა და განვითარებისთვის კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს. შევეცდები, რომ გამოჩენილი ნდობა გავამართლო."

"ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მომდევნო წელს გაიმართება და ასაკიდან გამომდინარე თამაშის შესაძლებლობა იქაც მექნება, რაც, ცხადია, რომ ძალიან მსურს. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა ბელგიის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის სახით, თუმცა საინტერესო ტურნირი იქნება." - საბა საზონოვი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მაროკოს ამხანაგური დაპირისპირება დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი გვთავაზობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი