ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის - რომელ ადგილზეა ხვიჩა Goal-ის ათეულში » სპორტის ხაზი

ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის - რომელ ადგილზეა ხვიჩა Goal-ის ათეულში

ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის - რომელ ადგილზეა ხვიჩა Goal-ის ათეულში
16-11-2022, 22:39
Aa Aa
გაზიარება:

გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ GOAL-მა 2023 წლის ოქროს ბურთის პრეტენდენტთა საუკეთესო ოცეული დაასახელა, სადაც მე-10 ადგილზე საქართველოს ნაკრებისა და 'ნაპოლის' შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.

გამოცემა კვარაცხელიას ამ სეზონის აღმოჩენას უწოდებს და აღნიშნავს, რომ 21 წლის შემტევის როლი პარტენოეპეის ასეთ გამოსვლებში უდიდესია.

„არანაირი სტატისტიკა არ უსვამს ხაზს მის წვლილს იმაზე უკეთესად, ვიდრე ის ფაქტი, რომ ის გოლებისა და საგოლე გადაცემების ჯამური მაჩვენებლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი მან ტრავმის გამო გამოტოვა." - წერს გამოცემა.

ოქროს ბურთის პრეტენდენტთა საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი – პსჟ/არგენტინა;

2. ნეიმარი – პსჟ/ბრაზილია;

3. კილიან მბაპე – პსჟ/საფრანგეთი;

4. ერლინგ ჰოლანდი – მანჩესტერ სიტი/ნორვეგია;

5. რობერტ ლევანდოვსკი – ბარსელონა/პოლონეთი;

6. ვინისიუს ჟუნიორი – რეალ მადრიდი/ბრაზილია;

7. კევინ დე ბრუინე – მანჩესტერ სიტი/ბელგია;

8. ჯამალ მუსიალა – ბაიერნი/გერმანია;

9. მოჰამედ სალაჰი – ლივერპული/ეგვიპტე;

10. ხვიჩა კვარაცხელია – ნაპოლი/საქართველო.

შეგახსნებთ იმასაც, რომ ხვიჩას მონაგარი ამ სეზონში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი