"ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის დანახვა", - ტიბო კურტუა შტეგენის ტრავმაზე » სპორტის ხაზი

"ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის დანახვა", - ტიბო კურტუა შტეგენის ტრავმაზე

"ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის დანახვა", - ტიბო კურტუა შტეგენის ტრავმაზე
23-09-2024, 15:03
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ბარსელონა სტუმრად ვილიარეალს დაუპირისპირდა და მეტოქე 1:5 გაანადგურა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ფლიკის გუნდის მეკარემ, მარკ ანდრეა ტერ შტეგენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და წინასწარი მონაცემებით მიმდინარე სეზონის სრულად გაცდენა მოუწევს.

აღნიშნულ ფაქტს რეალ მადრიდის მეკარე ტიბო კურტუაც გამოეხმაურა.

"მარკ ვწუხვარ შენი ტრავმის გამო, ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა თუ როგორ გიწევს მოედნის დატოვება. იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდები და ისევ გნახავთ კარის ხაზთან", - წერს კურტუა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი