"ძალიან დავიძაბე, მეგონა მომკლავდა.." - პატო კახა კალაძეზე საინტერესო ისტორიას იხსენებს » სპორტის ხაზი

"ძალიან დავიძაბე, მეგონა მომკლავდა.." - პატო კახა კალაძეზე საინტერესო ისტორიას იხსენებს

"ძალიან დავიძაბე, მეგონა მომკლავდა.." - პატო კახა კალაძეზე საინტერესო ისტორიას იხსენებს
23-09-2024, 12:22
Aa Aa
გაზიარება:

მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა ალეშანდრე პატომ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა და ყოფილ თანაგუნდელზე, კახა კალაძეზე ისაუბრა.

"მილანში ყოფნისას, ერთ-ერთ ვარჯიშზე კალაძემ კინაღამ დამღუპა. ის ძლიერად დამეჯახა და ფეხებში ჩამარტყა. ბრაზილიელმა გუნდელებმა მითხრეს, რომ არ მენერვიულა და თუ ის უხეშად მეთამაშებოდა, მეც იგივე გამეკეთებინა..

ამის შემდეგ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ბურთით კალაძე იყო და საკმაოდ უხეშად წავაქციე. წამოდგა, ჩემკენ წამოვიდა და მეგონა, რომ დამარტყამდა. ხელი ასწია, ძალიან დავიძაბე და ამ დროს მოულოდნელად ცერა თითი მიჩვენა და თქვა "ბუონ ლავორო" - ანუ ყოჩაღ! ეს იყო მენტალიტეტი, რომელიც მილანში სურდათ
", - განაცხადა პატომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი