"ასე კარგად თავი არსად მიგვრძნია" - ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში ცხოვრებაზე » სპორტის ხაზი

"ასე კარგად თავი არსად მიგვრძნია" - ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში ცხოვრებაზე

"ასე კარგად თავი არსად მიგვრძნია" - ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში ცხოვრებაზე
20-09-2024, 16:43
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და გერმანული კარლსრუეს თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, ბუდუმ გერმანიაში ცხოვრებასა და კლუბთან ადაპტირებაზეც გააკეთა კომენტარი.

"თავიდან როცა აქ ჩამოვედი ქვეყანასთან და კლუბთან შეგუება გამიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. დღეს მეც და ჩემი ოჯახიც გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, რაც მოედანზე ჩემს თამაშებზეც ჩანს.

გარემო მშვიდი, უსაფრთხო და თავისუფალია ეს კი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე კარგად თავი სხვაგან არსად გვიგვრძნია
", - განაცხადა ზივზივაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ბუდუმ კარლსრუეს მაისურით ჯამში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი