გარდა იმისა, რომ ინტერის დამარცხება ვერ შეძლეს, მანჩესტერ სიტისთვის გუშინდელი ჩემპიონთალიგური შეხვედრა კიდევ ერთი ფაქტორის გამო გამოდგა მტკინვეული.
ქალაქელთა სამწუხაროდ, მორიგი დაზიანება მიიღო კევინ დე ბრუინმა, რომელიც მეორე ტაიმის სტარტზე უმალვე შეცვალეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი პეპ გვარდიოლამ გააკეთა.
არის თუ არა მძიმე მისი ტრავმა? არ ვიცით, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ახლა დაცდაა საჭირო და ხვალინდელ პასუხს უნდა დაველოდოთ.
- თქვა პეპმა.
სხვათა შორის, ინტერნეტში უკვე ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ ბელგიელ ნახევარმცველს დიდი ინტენსივობის ატანა აღარ შეუძლია და ტრავმებსაც სულ უფრო და უფრო ხშირად იღებს, რის გამოც სიტიმ მის შემცვლელზე ფიქრი აქტიურად უნდა დაიწყოს.