"ასე მოქცევა არ შეიძლება" - აკანჯი გადატვირთულ გრაფიკს აპროტესტებს » სპორტის ხაზი

"ასე მოქცევა არ შეიძლება" - აკანჯი გადატვირთულ გრაფიკს აპროტესტებს

"ასე მოქცევა არ შეიძლება" - აკანჯი გადატვირთულ გრაფიკს აპროტესტებს
17-09-2024, 18:16
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ფეხბურთელები ხშირად აპროტესტებენ იმას, რომ სათამაშო გრაფიკი ზედმეტად გადატვირთულია, რაც დასვენების საშუალებას პრაქტიკულად არ იძლევა.

ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია მანჩესტერ სიტისა და შვეიცარიის ნაკრების მცველის, მანუელ აკანჯის სიტყვები, რომელმაც შემჭიდროვებულ გრაფიკთან დაკავშირებით ღია პროტესტი გამოთქვა.

ვინმემ ფეხბურთელებზეც უნდა იფიქროს! არ შეიძლება, რომ ერთ თამაშს მეორე მალევე მიაბა და ფიქრობდე, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება.

ერთ დღესაც იმდენად გადაღლილი იქნები, რომ მოედანზე ვეღარ გახვალ. სადმე ლიმიტი ხომ უნდა დაწესდეს? გამოდის, რომ ზაფხულში მხოლოდ 2 კვირა გვექნება დასასვენებლად. ვარჯიშები ისედაც მძიმეა და თამაში ძალიან ხშირად გვიწევს, ასე არ შეიძლება.

- თქვა მანუელ აკანჯიმ.

შვეიცარიელის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ხვალ ითამაშებს, მეტოქე კი ინტერი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი