UFC-ის ჩემპიონობის შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ გიორგი დანელიასთან ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, მერაბმა საქართველოში ქამრის ჩამოსვლა დაანონსა და აღნიშნა, რომ ამ წარმატების გაზიარება ქართველებთან ერთად სურს.
"როცა ჩამოვალ, ქართველ გულშემატკივარს გავაგებინებ, აუცილებლად მათთან ერთად ავღნიშნავ ამ გამარჯვებას. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის და მატი მხარდაჭერის დამსახურებაა.
როგორც თქვენ გიხარიათ ქართველებო ჩემი წარმატება, ისევე მიხარია მეც თითოეული თქვენთაგანის წარმატება, მიყვარხართ", - განაცხადა მერაბმა.