კარლო ანჩელოტიმ ვინისიუსისა და რასიზმის საკითხთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა და ბრაზილიელი კვლავ დაიცვა.
რაც ვინისიუსის შემთხვევაში ხდება ყოველ წელს, ის მიღებული ვერ იქნება. მას ვარჯიშებზეც კი უსტვენენ, ეს კი ნორმალური არ არის.
მათ მეტი ყურადღება არა ვინის, არამედ იმას უნდა დაუთმონ თუ რა ხდება სტადიონებზე.
- თქვა ანჩელოტიმ.
ვინისიუსი და კარლო ჩემპიონთა ლიგას ხვალ დაიწყებენ, პირველი მეტოქე კი შტუტგარტი იქნება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.