მერაბ დვალიშვილმა 5-რაუნდიან ბრძოლაში შონ ომალი უკამათოდ დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.
ქართველ მებრძოლს ულოცავენ სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, გავრცელდა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მილოცვაც.
ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ.
მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად.
სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა.
მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს.
მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის.
- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.