იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურში საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის ემპოლიმ იუვენტუსს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
შეხვედრაში გოგლიჩიძემ თავიდან ბოლომდე მიიღო მონაწილეობა, საბა საზონოვი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
გოგლიჩიძემ საბოლოოდ იუვეს წინააღმდეგ სოლიდური 7.0 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, რაც ახალგაზრდა ქართველი მცველისთვის შესანიშნავი რეიტინგია.
ცნობისთვის, ქართველების ემპოლი ამ მომენტისთვის გათამაშების ცხრილის მე-7 ადგილს 6 ქულით იკავებს.