ესპანური გამოცემა Fichajes გიორგი ქოჩორაშვილსა და მისით დაინტერესებულ კლუბებზე ახალ სტატიას აქვეყნებს:
"ქოჩორაშვილი უნივერსალია, მას ნახევარდაცვაში განსხვავებული როლების შესრულება შეუძლია, აქვს კარგი პასის განაწილება და მოედნის ხედვა.
ქოჩორა დაცვაშიც დიდ სამუშაოს ასრულებს, ხოლო ტაქტიკური აზროვნების დონემ მას გაუნაღდა ძირითადის ადგილი არა მხოლოდ კლუბში, არამედ საქართველოს ნაკრებშიც.
"ლევანტეს" ქართველ ნახევარმცველს დიდი ევროპული კლუბებიც აკვირდებიან, თუმცა "ხეტაფეს" ინტერესი ამ დროისთვის ყველაზე უფრო რეალურია.
"ლევანტე" ქოჩორაშვილისთვის სულ მცირე 5 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ასეთი სტილის მოთამაშისთვის საკმაოდ მისაღები ღირებულებაა. მთავარია კლუბის ფინანსურად დაკმაყოფილება, საბოლოოდ კი ქოჩორაშვილიც თანხმობაც"