საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, ჩეხეთთან და ალბანეთთან მოპოვებულ გამარჯვებებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.
"სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია.
მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში"
- თქვა კვარამ.