"ამიტომ არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა" - აჩი არველაძის გულახდილი პასუხი » სპორტის ხაზი

"ამიტომ არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა" - აჩი არველაძის გულახდილი პასუხი

"ამიტომ არ მინდა პოლიტიკაში მოსვლა" - აჩი არველაძის გულახდილი პასუხი
12-09-2024, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

აჩი არ­ვე­ლა­ძე თვეების წინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე და­ვით გორ­გი­ლა­ძის გა­და­ცე­მას გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­სუ­ბუ­ქის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, აჩიმ პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზეც გააკეთა კომენტარი.

"რო­გორც კი მე პო­ლი­ტი­კურ მო­ე­დან­ზე შე­ვალ, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ხაზს ვუს­ვამ 50%-ს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა არ მო­ე­წო­ნე­ბა. მე ვერ გავცვლი ამას პო­ლი­ტი­კა­ზე, ღმერ­თმა არ და­მა­ჭირ­ვოს და გა­მა­ჭირ­ვოს, რომ წა­ვი­დე პო­ლი­ტი­კა­ში.

მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ უნდა ყო­ფი­ლი­ყო თინა ხი­და­შე­ლი, მინ­და, მას ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო. ისე­თი პარ­ტი­ი­დან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ უპ­რობ­ლე­მოდ მო­ვი­გებ­დი. პირ­ვე­ლი­ვე შეგ­რძნე­ბა რაც მქონ­და, ის იყო, რომ თინა ათა­სი კი­ლო­მეტ­რით მჯო­ბია იმ ყვე­ლა­ფერ­ში, რა­შიც ვე­ჯიბ­რე­ბო­დი. და იმის გამო, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტი­ას შე­ვე­ფუ­თე და ვიტ­რი­ნა­ში გა­მო­ვე­ჩი­ნე, ამა­ზე არ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი... ამი­ტო­მაც არ დავ­თან­ხმდი
", - განაცხადა აჩიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი