როგორც უკვე მოგახსენეთ, Daily Mail-ის ჟურნალისტი, კრის ველერი ირწმუნებოდა, რომ გასულ კვირას, კრიშტიანო რონალდოს აგენტები, მიუნხენის ბაიერნის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პორტუგალიელის მიუნხენურ გრანდში შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.
თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას ახლახანს Sky Sports-ის ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა უპასუხა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.
მისი თქმით, გერმანული კლუბი კვლავ არ არის რონალდოს ტრანსფერით დაინტერესებული, მთავარი მიზეზი კი იგივეა რაც ზაფხულში იყო: რონალდოს ასაკი და სხვა სამომავლო გეგმები ბაიერნთან მიმართებაში.