ერთა ლიგაზე გამართულ ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებთა შეხვედრაში მან.სიტის უკანახაზელმა, ნათან აკემ მძიმე ტრავმა მიიღო.
როგორც უცხოურ მედიაში წერენ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ რამდენს გამოტოვებს აკე, თუმცა ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ გვარდიოლა ნიდერლანდელს უახლოეს პერიოდში ვერ გამოიყენებს.
აკემ შარშანდელ სეზონში მან.სიტის შემადგენლობაში 29 მატჩი გამართა, ახლა კი საწყის 3 ტურში ნათანს მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული.