ერთა ლიგის მე-2 ტურში საქართველომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში 6 ქულით უკვე ერთპიროვნული ლიდერები ვართ.
Whoscored-მა მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და როგორც მოსალოდნელი იყო, შიგ გიორგი ქოჩორაშვილიც მოახვედრა.
ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა ალბანეთს გასაოცარი სილამაზის გოლი გაუტანა. სხვათა შორის, ქოჩორას გოლი ტურის საუკეთესოთა შორისაა და არის შანსი, რომ ყველასგან გამოარჩიონ კიდეც.
აი, როგორ გამოიყურება სრული თერთმეტეული, - იხილეთ ფოტო