ჰოლანდი 28 დღით სიტიდან სხვა კლუბში გადადის? | დეტალები » სპორტის ხაზი

ჰოლანდი 28 დღით სიტიდან სხვა კლუბში გადადის? | დეტალები

ჰოლანდი 28 დღით სიტიდან სხვა კლუბში გადადის? | დეტალები
15-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 20 ნოემბერს იწყება, სადაც ცნობილია, რომ ერლინგ ჰოლანდსა და მის ნორვეგიის ნაკრებს ვერ ვნახავთ. სწორედ ამ მიზეზით, ბრიტანულ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც დაიწერა, ინგლისის მე-7 დივიზიონის გუნდი, კერძოდ ეშტონ იუნაიტედი აპირებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ერლინგ ჰოლანდი იჯარით დაიმატოს, რაც 28 დღეს გასტანს:

"ეს აზრიანი შეთანხმება იქნება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მანჩესტერ სიტი თამაშს არ გეგმავს, ჩვენ კი ერლინგს ფორმის შენარჩუნებაში დავეხმარებით. ვფიქრობ, ეს გოლფის თამაშს ნამდვილად აჯობებს. ნორვეგიელი ჩვენს გუნდს ძალიან მოუხდებოდა." - ეშტონ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 1998 წელს გავიდა, სადაც გუნდმა 1/8 ფინალში გასვლაც მოახერხა, იქ კი იტალიის ნაკრებთან 1:0 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი