როგორ დასჯის მანჩესტერი კრიშტიანუ რონალდუს? | დეტალები » სპორტის ხაზი

როგორ დასჯის მანჩესტერი კრიშტიანუ რონალდუს? | დეტალები

როგორ დასჯის მანჩესტერი კრიშტიანუ რონალდუს? | დეტალები
15-11-2022, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ კრიშტიანუ რონალდუსა და პიერს მორგანის სკანდალური ინტერვიუ გავრცელდა, სადაც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გულახდილად ისაუბრა.

ინტერვიუში რონალდუ ამბობდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა მას უღალატა. გარდა ამისა, მანჩესტერის 7-იანმა ისიც თქვა, რომ ის გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს პატივს არ სცემს, რადგან ანალოგიურს ნიდერლანდელისგან ვერ ხედავს. კრიშტიანუმ გარდა ამისა, ასევე გააკრიტიკა გარი ნევილი და უეინ რუნი. მოკლედ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა უპასუხოდ არცერთი საკითხი არ დატოვა, რის გამოც, ცხადია, რომ მანჩესტერისგან მკაცრი პასუხის დაბრუნებაა მოსალოდნელი.

როგორც Metro-მ დაწერა, მანჩესტერ იუნაიტედი აპირებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ 1 მილიონი ფუნტით დასაჯოს. შეგახსენებთ იმასაც, რომ პორტუგალიელი ერთხელ უკვე დაისაჯა, მიზეზი კი სათადარიგოთა სკამიდან მატჩის ნაადრევად დატოვება გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი