საქართველოს ახალგაზრდული 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ სტადიაზე, ვენლოს ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივ თანატოლებთან 3:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლი 31-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა, ლამაზი დარტყმით, გაიტანა.
მომდევნო შეხვედრას ახალგაზრდები 10 ოქტომბერს, შვედ თანატოლებთან, სტუმრად გამართავენ.