მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს, UFC 308-ზე ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს.
ერთ-ერთ ინტერვიუში, ილია თოფურიას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა იმის თაობაზე, რომ ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაეზღვია, რომელიც ამ წყვილში ფავორიტად ჰოლოუეის მიიჩნევს.
"ვოლკანოვსკი UFC 308-ზე ბრძოლას დააზღვევს? არ ვიცი ეს კარგი იდეაა თუ არა - როგორც ჩანს, ვოლკს ყოველწლიურად სურს ნოკაუტში ჩავარდნა. იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც მას კარგ რჩევას მისცემს და დასვენებისკენ მოუწოდებს. გარწმუნებთ, მას ერთადერთი რაც ახლა სჭირდება, დასვენებაა, განსაკუთრებით ეს მის თავს სჭირდება.
რაც შეეხება ჰოლოუეისთან ბრძოლის შემდგომ მეტოქეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, სახელი მითხარით და მე თქვენ შერეული საბრძოლო ხელოვნების შედევრს შემოგთავაზებთ", - განაცხადა თოფურიამ.