28 წლის ქართველი მეკარე ლაზარე კუპატაძე, რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი მატჩები ჩაუტარებია ბათუმის "დინამოში", "იბერიაში", "ლოკომოტივში" და სხვა, კარიერას ეროვნულ ლიგა 3-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "გონიოში" გააგრძელებს.
"კონტრაქტის პირობები შეთანხმებულია, რომელიც ხელმოწერილია და ძალაში შედის 2025 წლის იანვრიდან, ხოლო ლაზარეს პრეზენტაციას გულშემატკივარი ამა წლის 12 სექტემბერს იხილავს" - ვკითხულობთ კლუბის სოციალურ მედიაში.
"გონიო" საკმაოდ სწრაფად მზარდი კლუბია, რომელთაც აქამდეც გადაიბირეს ქართველი გულშემატკივრისთვის ცნობილი მრავალი სახე.