ერთა ლიგის პირველ ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი გასვლაზე, ლიეტუვას ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
"დღეს ბევრი ვიბრძოლეთ, თავიდან ყველაფერი არ გამოგვდიოდა. გამარჯვების გამო ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ. თითქმის ჩვენივე დონის გუნდს მოვუგეთ მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად მაინც დაგვეხმარება" - თქვა ქართველმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ და გულშემატკივარს გვერდში დგომა და 5-6 ათასიანი სტადიონი მაინც გავსებულიყო.