ვის უფრო ხშირად ამარცხებს ჩეხეთის ნაკრები კავკასიური სამეულიდან? » სპორტის ხაზი

ვის უფრო ხშირად ამარცხებს ჩეხეთის ნაკრები კავკასიური სამეულიდან?

ვის უფრო ხშირად ამარცხებს ჩეხეთის ნაკრები კავკასიური სამეულიდან?
5-09-2024, 19:11
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის შეხვედრისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდში კარგი განწყობა და დიდი შემართებაა, რათა ეროვნულმა გუნდმა ახალი ციკლი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყოს.

7 სექტემბერს საქართველო ჩეხეთს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს, იქამდე კი ვნახოთ თუ როგორი ურთიერთშეხვედრათა ისტორია აქვთ ჩვენს ზეგინდელ სტუმრებს კავკასიურ სამეულთან.

სომხეთი

ჩეხეთის ნაკრები სომხეთს მთლიანობაში 6-ჯერ შეხვედრილა და თამაშების დიდი უმრავლესობა სწორედ ჩვენი მომავალი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. ჩეხებმა სომხების დამარცხება 6 შეხვედრიდან 5-ჯერ შეძლეს, ერთხელ კი თავადაც დამარცხდნენ.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანელებს ჩეხებთან გაცილებით კარგი სტატისტიკა აქვთ. მათ ერთმანეთში აქამდე სულ სამჯერ უთამაშიათ და სამივე შედეგი თითო-თითოჯერ დაფიქსირდა.

საქართველო

ჩვენი ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა, ისიც ახლახანს, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ვილი სანიოლის გუნდმა პირველი და ისტორიული ქულა მოიპოვა.

ამდენად, კავკასიურ სამეულთან ჩეხეთს ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება სომხეთთან აქვს, წაგებით კი სულ ორჯერ დამარცხდა, ერთხელ სომხეთთან, ერთხელ კი აზერბაიჯანთან, ახლა კი ჩვენი გამარჯვების დროც დადგა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი