როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 სექტემბერს ერთა ლიგის ახალ ციკლს დაიწყებს, ჩვენი პირველი მეტოქე კი ჩეხეთი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საფეხბურთო ასოციაციის გვერდზე საქართველოს შესახებ მრავლისმომცველი ინფორმაცია გამოქვეყნდა, რის ხარჯზეც ჩეხ ტურისტებს ხელმძღვანელობა და ჩვენს ქვეყანაში გზის გაკვლევა იოლად შეეძლებათ.
გარდა საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებული დეტალებისა, ჩეხებმა ის კერძებიც ჩამოწერეს, რომლებიც საქართველოში ჩამოსულმა გულშემატკივრებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ.
აი, როგორია ჩეხების შედგენილი სია:
1. სულგუნი
2. ჩახოხბილი
3. ტყემალი
4. ფხალი
5. ხარჩო
6. ნადუღი
7. ფელამუში
8. ტყლაპი
9. ტარხუნა
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავთ.