ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველმა, დანი ოლმომ, მედიასთან კლუბსა და თავის თავზე ისაუბრა.
"წელს ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, მაგრამ მოგება ისევ მწყურია. მინდა კიდევ ბევრჯერ მოვიგო.
ბარსელონასთან ერთად ტიტული არაერთი ფეხბურთელის ოცნებაა, მათ შორის ჩემიც." - ამბობს ესპანელი.
შეგახსენებთ, რომ დანი ოლმო ბარსელონას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, 26 წლის მოთამაშის სანაცვლოდ "ლაიფციგმა" 55 მილიონი ევრო მიიღო.