ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სტივენ ბერგვაინი, რომელიც "აიაქსიდან" "ალ-იტიჰადში" გადავიდა, გააკრიტიკა და თქვა რომ ამ ქმედების გამო, შემტევისთვის ნაკრების კარი დაიხურა.
"ბერგვაინი 26 წლის ასაკში საუდის არაბეთში წავიდა. ნათელია სპორტული ჟინის უქონლობა. ბერგვაინისთვის ნაკრების კარი დახურულია.
როცა 26 წლის ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სპორტია და არა ფინანსები. თავისუფლად შეეძლო "აიაქსში" დარჩენილიყო, მით უმეტეს, რომ იქაც კარგი ანაზღაურებაა. ამ ასაკში მსგავსად არ მოვიქცეოდი." - თქვა გამოცდილმა სპეციალისტმა.